Yahoo! გამოუშვა საკუთარი ბრაუზერი Axis

კომპანია Yahoo! წარმოადგინა ვებ-მიმომხილველი Axis, რომელიც როგორც განაცხადეს „შეცვლის ჩვენს წარმოდგენას ინტერნეტში ძიების და ნავიგაციის პროცესზე“. Axis აქვს ორიგინალური ინტერფეისი: გვერდის ზედა ნაწილში განთავსებულია მოთხოვნის შესაყვანი ველი, რომელიც ძიებას იწყებს აკრეფის პროცესშივე.

ძიების შედეგები გამოჩნდება არა უბრალო ბმულების სახით, არამედ გრაფიული მინიატურების, რომლელიც იძლევა ამა თუ იმ რესურსზე ინფორმაციის მიღების საშალებას.

სხვა საძიებო სიტყვის შეყვანის საჭიროების შემთხვევაში არაა აუცილებელი არსებული გვერდის გათიშვა ან ახალი გვერდის გახსნა. Axis-ში გათვალისწინებულია ღია გვერდების და სანიშნეების სხვადასხვა მოწყობილობებს შორის სინქრონიზაციის საშუალებაც. მაგალითად, მომმხარებელს შეუძლია დაიწყოს სტატიის კითხვა კომპიუტერში, შემდეგ კი გადაიტანოს ეს სტატია სმარტფონზე და გააგრძელოს კითხვა იქ.

ამ მომენტისათვის Axis Iphone, Ipad და Ipod touch-ისთვის წარმოდგენილია ცალკე აპლიკაციის სახით, ხოლო ტრადიციული ბრაუზერებისთვის პლაგინის სახით (Firefox 7 ან ზემოთ, Safari 5 ან ზემოთ, Internet Explorer 9 და Chrome). იგეგმება Axis-ის გამოშვება Android-ისთვის.

ახალი ბრაუზერის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულიდან.

YouTube Preview Image

წყარო: Yahoo!


This entry was posted in Software, სიახლეები and tagged , .

Views: 16