ნეტტოპი Samsung Chromebox გაყიდვაში გამოვა 300 დოლარად

ვებ-წყაროებეზე დაყრდნობით, კომპანია Samsung მალე დაიწყებს სამაგიდო მინი-კომპიუტერის Chromebox-ის გაყიდვებს. ნეტტოპი ფუნქციონირებს Google Chrome OS-ის ოპ. სისტემის მართვის ქვეშ. სიახლის შიგთავსში მოთავსებულია32-ნანომეტრრიანი ორბირთვიანი პროცესორი Intel Celeron B840 ტაქტური სიხშირით 1,9 გჰც. კომპიუტერს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-სივრცე ტევადობით 16 გბ, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, ქსელის Ethernet-კონტროლერი და ხმის კოდეკი. ასევე არის,  DVI-ინტერფეისი და ორი DisplayPort კონექტორი. გარდა ამისა, ნახსენებია ექვსი USB-პორტი და სლოტი SD-ბარათებისთვის. 

 

გამორიცხული არ არის, რომ Chromebox წარმოდგენილი იქნება Google I/O-ს კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება ივნისში სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ). ნეტოპის ღირებულება, როგორც მოსალოდნელია არ გასცდება 330 დოლარს.

წყარო: Geek.com.


This entry was posted in Hardware, Samsung, სიახლეები and tagged , , , , .

Views: 19