LG ამზადებს სმარტფონ Optimus Vu 2-ს

სანდო ვებ-წყაროების ინფორმაციით, კომპანია LG მიმდინარე კვარტლის დასრულებამდე დააანონსებს კომუნიკატორის Optimus Vu-ს ახალ მოდელს. Optimus Vu-ს ორიგინალ ვერსიას, რომელიც წარმოდგენილი იყო თებერვალში გააჩნია 5-დიუნიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1024×768 წერტილი, 32 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება, მთავარი  8-მეგაპიქსელიანი კამერა და HDMI ინტერფეისი. კვებას უზრუნველყოფს აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 2 080 მა/სთ; მოდელის ზომები — 139,6×90,4×8,5 მმ.

როგორგც გვატყობინებენ, აპარატი Optimus Vu 2 მისი წინამორბედის მსგავსად მიიღებს 5-დიუმიან დისპლეის, თუმცა ამასთანავე მას ექნება უფრო მძლავარი და თანამედროვე პროცესორი Qualcomm Snapdragon S4 ორი 1,5-გიგაჰერციანი გამომთვლელი ბირთვით. პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს ოპ. სისტემა Android 4.0 Ice Cream Sandwich. მოსალოდნელია, რომ Optimus Vu 2 წარმოდგენილი იქნება აგვისტოს მიწურულს ან სექტემბრის დასაწყისში. სავარაუდოდ, სიახლე კონკურენციას გაუწევს პლანშეტის და სმარტფონის ჰიბრიდის Galaxy Note-ის ახალ მოდელს, რომელსაც ამზადებს კომპანია Samsung.

წყარო: AndroidGuys.


This entry was posted in Android, Hardware, Mobile, გაჯეტები, სიახლეები and tagged , , , , , , , .

Views: 21