CES 2013: ViewSonic-ის ჭკვიანი მონიტორი, VSD240

CES 2013–ის ჩვენებაზე, კომპანია ViewSonic–მა 24 დიუმიანი მონიტორი, VSD240 წარადგინა.

როგორც აღმოჩნდა, სიახლე მონობლოკური სტილის კორპუსში შესრულებულ სამაგიდო კომპიუტერს წარმოადგენს, რომელიც ოპერაციული სისტემა Android 4.1 Jelly Bean–ის მართვის ქვეშ ფუნქციონირებს. სენსორული ეკრანის გაფართოება 1920×1080 პიქსელს უტოლდება (Full HD–ფორმატი) და გააჩნია „მულტითაჩ“ ინტერფეისის მხარდაჭერა.

„ჭკვიანი“ მონიტორის გული — nVidia Tegra–ს მესამე თაობის პროცესორი, 1,7 გჰც. ტაქტურ სიხშირეზე ფუნქციონირებადი ოთხი გამომთვლელი ბირთვით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა და ფლეშ–მეხსიერების ტევადობა ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, გაჯეტის შემადგენლობაში შედის: უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11n) და Bluetooth ადაფტერები, Ethernet–კონტროლერი, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, SD–ბარათის სლოტი, რამდენიმე USB–პორტი და HDMI–ინტერფეისი. ასევე, ნახსენებია SRS 3D–ის აუდიოსისტემა.

VSD240 ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდება; საორიენტაციო ფასი — 500 ამერიკული დოლარი.

YouTube Preview Image

წყარო: TechPowerUp


This entry was posted in გაჯეტები, სიახლეები, ღონისძიებები and tagged , , , , , , .

Views: 33