10 ყველაზე პრაქტიკული Windows და Mac OS X ოპერაციული სისტემის კლავიატურის მალსახმობი!

ალბათ ყველა მომხმარებელი თვლის, რომ მეტ-ნაკლებად კარგად აქვს შესწავლილი ის ოპერაციული სისტემა, რომელზეც წლობით მუშაობს, თუმცა დარწმუნებული ხართ, რომ ყველა საჭირო და პრაქტიკული მალსახმობი იცით? შესაძლებელია საქმეს იადვილებთ CTRL/CMD + a/c/v კომბინაციებით, თუმცა მათ გარდა კიდევ უამრავი კომბინაციაა, რომელიც ნამდვილად უფრო პროდუქტიულს გახდის თქვენს მუშაობას. სტატიაში წარმოგიდგენთ პატარა სიას, რომელშიც ჩამოთვლილია 10 საუკეთესო პრაქტიკული მალსახმობების კომბინაცია:

Windows ოპერაციული სისტემისთვის:

  • ბრძანება: Windows + Shift + მარჯვენა/მარცხენა ისარი

ხსენებული ბრძანება გამოიყენება ძირითადად ორ ან რამდენიმე მონიტორთან მუშაობისას. აქტიური ფანჯარა ამ კომბინაციით მაუსის გარეშე გადადის ერთი მონიტორიდან მეორეზე, და უკან.

  • ბრძანება: Alt + ზედა ისარი

საქაღალდეებში მოძრაობისას გადაყავხართ ერთი დონით ზემოთ.

  • ბრძანება: Ctrl + Shrift + Esc

ამ კომბინაციას პირდაპირ Task manager-ში გადავყავართ Crtl + Alt + Delete კომბინაციის მიერ ეკრანიდან გადამისამართების გარეშე.

  • ბრძანება: Windows + L

ახდენს თქვენი კომპიუტერის “ჩაკეტვას”, ანუ  ე.წ Log out-ს.

  • ბრძანება: Windows + T

Taskbar-ზე არსებულ ჩაკეცილ პროგრამებს შორის მოძრაობა მაუსის გადატარების ნაცვლად. სასურველ პროგრამაზე დადგომისას ჰარის (Space) ღილაკის დაჭერისას იგი გაეშვება.

  • ბრძანება: Alt + PrintScreen

ახდენს კონკრეტული ფანჯრის ეკრანის ანაბეჭდს, განსხვავებით PrintScreen-ისგან, რომელიც ახდენს მთელი ეკრანის ანაბეჭდს. საკმაოდ მოხერხებულია რამდენიმე მონიტორთან მუშაობისას.

  • ბრძანება: Shift-ის ღილაკზე დიდხანს დაჭერა

USB ფლეშ მეხსიერების, SD ბარათისა და CD/DVD-ს კომპიუტერში ჩადებისას თუკი დიდხანს დააჭერთ Shift ღილაკს, აღარ გაეშვება AutoRun ფანჯარა.

  • ბრძანება: Alt + D

მაუსის თამაშის ნაცვლად ამ კომბინაციით ხდება არსებულ Internet Explorer ან Windows Explorer ფანჯარაში შიგთავსიდან address bar-ზე გადასვლა.

  • ბრძანება: Windows  + F

ზოგადად ეს კომბინაცია აპლიკაციების მოსაძებნად საუკეთესო საშუალებაა, თუმცა Windows 8-ში სტანდარტულ საძიებო სისტემას არ გააჩნია ფაილებისა და საქაღალდეების ძებნის ფუნქცია, შესაბამისად ამ კომბინაციის გამოყენებით, ძებნას სწორედ ფაილებში ვახორციელებთ.

  • ბრძანება: Ctrl + Tab

ხსენებული კომბინაცია ერთ პროგრამაში გახსნილ რამდენიმე ფანჯარას შორის გადაადგილებას ახორციელებს.

Mac OS X ოპერაციული სისტემისთვის:

 

  • ბრძანება: Cmd + Opt (Alt) + Shift + Backspace

ახდენს სანაგვე ყუთის დაცარიელებას, მათ შორის ეხება კომპიუტერთან დაკავშირებულ გარე მეხსიერებებსა და კომპონენტებს დისპლეიზე დასტურის მოთხოვნის გარეშე. ზოგადად ფაილების გარე მეხსიერებებიდან და კომპონეტებიდან პირდაპირ წაშლა მის სანაგვე ყუთში გადატანის გარეშე არ ხორციელდება, თუმცა ეს კომბინაცია იძლევა გამონაკლისის გაკეთების შესაძლებლობას.

  • ბრძანება: Shift + Opt (Alt) + Volume ღილაკები

აღნიშნული კომბინაცია ხმის დონის ამაღლება/დადაბლების ფუნქციას ასრულებს, თუმც არა ერთი ერთეულით, როგორც ეს ხდება Volume ღილაკებზე თითის ერთი დაჭერით, არამედ უფრო მცირე მონაკვეთებით. რისთვის შეიძლება გამოიყენოთ აღნიშნული? მაგალითისთვის, შესაძლოა პირველ დანაყოფზე მუსიკის მოსმენა ღამით ხმადაბალი მოგეჩვენოთ, ხოლო მეორე მონაკვეთზე, უკვე საკმარისზე მეტი, ამ შემთხვევაში ოქროს შუალედის შესაძლებლობა მშვენიერი და მარტივი გამოსავალია, დააყენებთ 1.3 მონაკვეთზე და მიიღებთ იმ დონის ჟღერადობას, რომელიც თან გესმით, და არ გაღიზიანებთ.

  • ბრძანება: Cmd + Opt (Alt) + Eject

აღნიშნულ კომბინაციას თქვენი კომპიუტერი მომენტალურად გადაყავს “ძილის რეჟიმში”. ეს იმ შემთვევისთვის, როდესაც რაიმე დოკუმენტს დაუსრულებელს ტოვებთ და არ გსურთ, რომ ვინმემ რაიმე აურ-დაურიოს.

  •  ბრძანება: Ctrl + D ან Fn + Backspace

ეს კომბინაცია ძირითადად Windows-იდან გადართვისას გამოიყენება და მოქმედებს, როგორც რეალური delete ღილაკი წაშლის ფუნქციით. აღნიშნულ კომბინაციაზე დაჭერით მაუსის ისრის წინ/ქვეშ მდებარე კომპონენტი იშლება ავტომატურად. არ მუშაობს ყველა პროგრამასთან, თუმცა წესით უპრობლემოდ მოქმედებს OS X ოპერაციული სისტემის ჩაშენებულ აპლიკაციებზე. იგივე ფუნქცია გააჩნია Fn + Backspace კომბინაციას.

  • ბრძანება: Cmd + Mission Control/Expose ღილაკი

აღნიშნული კომბინაცია მომენტალურად ახდენს დესკტოპის გათავისუფლებას ყველა გახსნილი ფანჯრისგან, რაც გიადვილებთ დესკტოპზე დაგდებული ფაილების მოძებნას და გახსნას.

  • ბრძანება: Cmd + Option + Shift + Esc

ამ კომბინაციის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მომენტალურად დახუროთ “დაქრეშილი” ფანჯარა (Force quit) activity monitor-ში გადასვლისა და Force quit-ის მითითების გარეშე. ხშირად არ გვაქვს Mac-ში დაქრეშვის ფაქტი, მაგრამ როდესაც აღნიშნული ფაქტის წინაშე ვდგებით, სწრაფი და მარტივი საშუალებაა ამ კომბინაციის გამოყენება.

  • ბრძანება: Cmd + L

კომბინაცია ავტომატურად ნიშნავს იმ ფანჯრის ინტერნეტ-მისამართს, URL-ს, რომელშიც იმყოფებით, რაც შემდგომ გიადვილებთ მის დაკოპირება/გადატანას, რაც სხვა შემთხვევაში მაუსის ისრის მიტანითა და ორჯერ დაკლიკებით უნდა მოგეხდინათ.

  • ბრძანება: Shift + Mission Control/Expose ღილაკი

ეს კომბინაცია ახდენს ყველა გახსნილი, თუ ჩაკეცილი ფანჯრის ეკრანზე განთავსებას ნელი მოძრაობის ეფექტით.

  • ბრძანება: Ctrl + Tab

აღნიშნული კომბინაცია გამოიყენებოდა Windows ოპერაციულ სისტემაში ბრაუზერში გახსნილ ტაბებს შორის გადასაადგილებლად. გამომდინარე იქიდან, რომ Cmd + Tab კომბინაცია Mac OS X ოეპრაციულ სისტემაში აპლიკაციებს შორის გადასაადგილებლად გამოიყენება, ზემოთხსენებული კომბინაცია Ctrl + Tab აქაც იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც Windows ოპერაციულ სისტემაში.

  • ბრძანება: Cmd + Opt (Alt) + D

აღნიშნული კომბინაცია ითავსებს დოკის გამოჩენა/დამალვის ფუნქციას. უმარტივესი გზა, გონივრულად გამოიყენოთ დესკტოპ სივრცე, ისე რომ არ გქონდეთ დოკზე შემთხვევით დაკლიკების შიში.

წყარო: gizmodo.co.uk


This entry was posted in მიმოხილვები, სიახლეები and tagged , , , .

Views: 52