სმარტფონების ჭიდილი ელემენტის ხანგრძლივობაში

ალბათ ყველა მეთანხმებით, რომ ელემენტის ხანგრძლივობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, როდესაც საქმე სმარტფონის ან ლეპტოპის შეძენას მიდგება, თუმცა განსასაზღვრად საკმაოდ რთული. გამომდინარე აქედან, ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა მოაგროვა მისი საყვარელი სმარტფონები და მოახდინა მათი სხვადასხვა რეჟიმში ტესტირება.

ელემენტის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი კომპონენტების ტესტირება  მრავალმხრივი უნდა იყოს. ერთი ტესტის გაკეთების ნაცვლად, რომელიც რამდენიმე კომპონენტის აქტიურობის შემთხვევაში ელემენტის “შეჭმის” სისწრაფეს გამოსახავს, ამ ადამიანმა მოახდინა რამდენიმე განსხვავებული კომპონენტის ტესტირება და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ელემენტის გამოყენების დონის სამართლიანი წარმოდგენა შეგვიქმნა.

სმარტფონები:

ამ ეტაპზე ტესტირება ჩაუტარდა მხოლოდ რამდენიმე პოპულარულ სმარტფონს, ფაბლეტები კი ყურადღების მიღმა დარჩა, რომლის ტესტებს სავარაუდოდ მოგვიანებით შემოგთავაზებთ. Apple რასაკვირველია iPhone 5-მა წარადგინა, Windows Phone კი Nokia Lumia 920-მა. BlackBerry Z10-მა წარმოადგინა BB10 ოპერაციული სისტემა, ხოლო ანდროიდისთვის ფრონტზე გამოვიდა 5 სმარტფონი: HTC One, Sony Xperia Z, LG Nexus 4, Samsung Galaxy S3 და Motorola Razr HD, რომელმაც მოირგო საშუალოზე მაღალი ხანგრძლივობის ელემენტის მქონე სმარტფონის სტატუსი.

ტესტები:

პირველი ტესტი, რომელიც სმარტფონებს ჩაუტარდათ გახლდათ ინდუსტრიული სტანდარტი, ელემენტის დიდი რაოდენობით მომხმარებელი Nyan Cat.

 

ყველა ტესტის განმავლობაში არსებულ მოწყობილობის ეკრანზე დაყენდა ერთი და იგივე სიკაშკაშე, ხოლო შემდეგ მოხდა ზემოთხსენებული აპლიკაციის ჩართვა, რომელმაც იმუშავა მანამ, სანამ სმარტფონები არ გამოითიშა. სხვა ნებისმიერ სახის შეტყობინება ტესტირების პროცესში გათიშულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

პირდაპირ შედეგებზე რომ გადავიდეთ, Motorola Razr HD-მ პირველი ადგილი დაიკავა და ელემენტის ყველაზე მაღალი ხანგრძლივობა აჩვენა, რაც შეეხება iPhone 5-სა და HTC One-ს, ისინი ამაყად იკავებენ მეორე-მესამე ადგილს ელემენტის ხანგრძლივობაში თითქმის ნახევარ საათიანი სხვაობით , ხოლო LG Nexus 4 და Sony Xperia Z ბოლო ადგილზე გავიდა Motorola Razr-ის ელემენტის ხანგრძლივობის ნახევარი ოდენობით.

შემდეგ ტესტში მოხდა სმარტფონების ინტერნეტ ბრაუზინგის კუთხით გამოცდა. ტესტირების დროს დიდი რაოდენობით იყო გამოყენებული მაღალი რეზოლუციის ფოტოები, ერთი და იმავე ეკრანის სიკაშკაშესა და შეტყობინებების გარეშე მუშაობის რეჟიმში:

კიდევ ერთხელ ვხედავთ Motorola-ს მოწინავე პოზიციაზე, რომელსაც კვლავ HTC One და iPhone 5 მოჰყვება 2-3 პოზიციით, თუმცა ამჯერად HTC-მ  iPhone 5-თან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებელი წარმოგვიდგინა. სხვა მხრივ, წინა ტესტის მსგავსი შედეგები აჩვენა ამ ტესტმაც, მხოლოდ ერთი მცირე განსხვავება შეინიშნებოდა, Sony Xperia Z-მა ბოლო ადგილიდან 5-ზე აჩოჩება მოახერხა.

უკანასკნელი ტესტი გახლდათ standby, ანუ ლოდინის რეჟიმი, რათა გაგვეგო თუ რამდენ საათს გაძლებდა ხსენებული სმარტფონების ელემენტი ჯიბეში, ჩამქვრალი ეკრანით, რომელსაც ფოსტისა და სოციალური ქსელების შეტყობინებებბის სინქრონიზაცია ჩართული აქვს. ტესტის მიმდინარეობისას მოხდა ერთი და იმავე რაოდენობის ფოსტის ანგარიშის გამოყენება ყველა სატესტო სმარტგონზე. მათ შორის ჩართული იყო Facebook, Twitter და Linkedln ანგარიშები, თავიანთი შემომავალი შეტყობინებების რეჟიმით, ხოლო IM-მმა თინეიჯერი სპამერივით მოახდინა შეტყობინებების გაგზავნა ამ ანგარიშებზე. შედეგი გახლდათ შემდეგი:

როგორც ჩანს Motorola Razr HD-მ აქაც პირველობა დაიკავა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, Sony Xperia Z ამ საკითხში  მოწინავე, მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.

დასკვნა

ტესტების მიხედვით აშკარა გამარჯვებული გვყავს, ეს არის Motorola Razr HD, რომელმაც ყველა ტესტში მოწინავე პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება HTC One-ს, იგი საერთო ჯამში მეორე პოზიციას იმსახურებს, მან iPhone 5 დაამარცხა ასევე ინტერნეტ ბრაუზინგსა და ლოდინის რეჟიმში. რაც შეეხება სმარტფონს, რომელმაც აღნიშნულ ტესტებსა და მომხმარებელთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას ყველაზე ცუდად გაართვა თავი, ეს არის Nexus 4. იგი ყველა ტესტში უკანასკნელ ან ბოლოს წინა ადგილს იკავებდა, BlackBerry Z1-სა და Nokia Lumia 920 -ს კი, არ წარმოუდგენიათ განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი მაჩვენებელი.

საბოლოო ჯამში, თუკი თქვენ გჭირდებათ ისეთი სმარტფონი, რომელმაც გსურთ რომ მთელი დღე გაგიძლოთ, უნდა შეიძინოთ ანდროიდის ან iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე არსებული რომელიმე მათგანი. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ანდროიდის მობილური ოპერაციული სისტემის ბაზაზე არსებული სმარტფონის შერჩევისას HTC One საუკეთესო არჩევანია ელემენტის ხანგრძლივობისა და გამძლეობის კუთხით.

წყარო: gizmodo.co.uk


This entry was posted in Android, Apple, Google, Microsoft, Mobile, Software, Windows, მიმოხილვები, სიახლეები and tagged , , , , , , , .

Views: 321