რატო არ უშვებს ყველა ვენდორი Nexus მოწყობილობას

ზოგიერთ მომხმარებელს მოსწონს შეცვლილი თემები, როგორიცაა HTC Sense და TouchWiz. ხალხი თვილის, რომ ეს ცვლილებები დამატებით ფასეულობას წარმოადგენს და უვეკთესად მუშაობს ვიდრე პირველადი ვარიანტი. მათ ვისაც არ მოსწონს შეცვლილი ინტერფეისი ორი არჩევანი აქვს, Cyanogen ან სხვა ნებისმიერი stock rom და Nexus მოწყობილობა. მიუხედავად არჩევანის არსებობისა მაინც გაუგებარია თუ რატომ არ იყენებენ მწარმოებლები თავდაპირველ Android საოპერაციო სისტემას და რატომ შეაქვთ მათში ცვლილებები.

Samsung-ის მობილური სტრატეგიის უმთავრესი ნაწილია TouchWiz სამომხმარებლო ინტერფეისი, თუმცა Google I/O 2013-ზე უკვე გაკეთდა ანონსი, რომ Galaxy S4 სთოქ-ანდროიდით ძალიან მალე იქნება PlayStore-ში ხელმისაწვდომი.

სუფთა ანდროიდი უფრო სწრაფად მუშაობს, იღებს უფრო სწრაფ განახლებებს და უკეთესადაც გამოიყურება. ასვე თავისუფალი ყოველგვარი უსარგებლო “ნაგავისგან”, რომელიც ხშირად გვხვდება Samsung-ის და სხვა მწარმოებლების სმარტფონებში, რაც დამატებით თავისუფალ სივრცესაც გვაძლევს.

წარმოიგინეთ რას მივიღებთ, რომ არც HTC და არც Samsung-მა რომ არ აწარმოოს მოდიფიცირებული საოპერაციო სისტემა. მხოლოდ დიზაინით და ტექნიკური მონაცემებით თითქმის ერთნაირ მოწყობილობებს ყოველ ჯერზე. Samsung-ის შემთხვევაში მოდიფიკაცია სპეციალური აპარატული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელიც ჩვეულებრივ Android-ში არ არის მხარდაჭერილი და ამით ის უნიკალურია.

იყო დრო როდესაც TouchWiz და Sense უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე Android 1.x და 2.x, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა და ICS და JellyBean-ის გამოსვლის შემდეგ სამომხამრებლო ინტერფეისი მინიმალისტური და დახვეწილი გახდა, რაც მისი შემდგომი მოდიფიცირების საკმაოდ ფართო შესაძლებლობას იძლევა მწარმოებლის ჩარევის გარეშეც.

არის პარტნიორობის ფაქტორიც, რომელიც ვენდორს უფრო მეტ კონტროლს აძლევს მომხმარებელზე, რომ ზოგიერთი განახლების გამოსვლა შეაყოვნონ ან დაბლოკონ, ამით ისინი აიძულებენ მათ ახალი მოწყობილობა შეიძინონ. განბლოკილი bootloader-ები პირველ რიგში მობილურ ოპერატორებს სძულთ, რადგანაც ამის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია კონტრაქტიანი ტელეფონის განთავისუფლება და სხვა მათთვის არასასარგებლო ოპერაციების ჩატარება. ასევე არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ოპერატორს უნდა, რომ თქვენს ტელეფონში იყოს და არ წაშალოთ. მიუხედავად ამისა Nexus 4 ახლა ხელმისაწვდომია ზოგიერთი ოპერატორის ქსელში თუმცა ამას მასიური ხასიათი ჯერ-ჯერობით არა აქვს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ყველასთვის გასაგებია და აქედან გამომდინარე ნათელია თუ რატომ არ უშვებს ყველა მწარმოებელი Nexus მოწყობილობას, თუმცა შესაძლებელია Samsung-ის მიბაძვაც და ფლაგმანური სმარტფონის Nexus ვარიანტის გამოშვება.

Nexus-ის სერიის ტელეფონები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ამის მიზეზი Google-ის აგრესიული ფასების პოლიტიკაცაა, რომელიც ყველაზე მეტად Nexus 4-ს დაეტყო. რაც შეეხება Galaxy S4 Nexus-ს ეს პოლიტიკა არ შეეხო და მისი ფასი არც ისე მომხმბლველია, როგორც წინამორბედების, თუმცა ეს Google-სა და Samsung-ის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტია.

იქნება თუ არა ერთგული Android-ის მომხმარებლებისთვის მსგავსი პროდუქტები საინტერესო დრო გვაჩვენებს, მაგრამ ტენდენცია შესამჩნევი ხდება და ძალინ მალე სხვა ვენდორებიც გამოუშვებენ Nexus მოწყობილობებს და სავალდებულო არ არის ისინი GooglePlay-ში გაიყიდოს.

მე პირადად დაინტერესებული ვარ ყველა ვენდორმა გამოუშვას Nexus მოწყობილობა გახსნილი bootloader-ით და კონტრაქტის გარეშე, რაც მეტი დეველოპერის ჩაბმას და რეალური Open Source ოცნების ახდენას შეუწყობს ხელს.

ასვე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რას ფიქრობთ?


This entry was posted in Android, Google, Samsung and tagged , , , , , , .

Views: 50